ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ინფრასტრუქტურის, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ქონების მართვისა და აგრარულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა.
კომისიის წევრებმა ა(ა)იპ ,,ქობულეთის პარკი“-ს, ა(ა)იპ ,,ქობულეთის სანდასუფთავება“-ს, ა(ა)იპ ,,ქობულეთის გამწვანება“-ს, ა(ა)იპ ,,ქობულეთის სოფლის წყალი“-ს, შპს ,,ქობულეთის წყალი“-ს და შპს ,,ქობულეთის ტრანსრეგულირება“-ს 2024 წელს გაწეული მუშაობის ანგარიშები მოისმინეს.
აღნიშნული საკითხების თაობაზე საკრებულოს წევრები სხდომაზე იმსჯელებენ.
სხდომას კომისიის თავმჯდომარე ლაშა ხახუტაივილი უძღვებოდა.