განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და  ახალგაზრდულ  საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში  განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და  ახალგაზრდულ  საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლია შაქარიშვილი უძღვებოდა.

სხდომაზე,  გურამ თამაზაშვილის სახელობის ა(ა)იპ ,,ქობულეთის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი ,,მხედრული“-სა და ა(ა)იპ ,,ქობულეთის მუზეუმი“-ს 2024 წელს გაწეული მუშაობის ანგარიში მოისმინეს.

კომისიის წევრებმა  კომისიაში წარმოდგენილი სოფელ ხინოწმინდიდან გადმოსახლებულთა ერთობლივი  განცხადების საფუძველზე ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურში მათი ახლანდელი დასახლებისთვის ,,ხინო“-ს   სახელის  მინიჭების საკითხი განიხილეს.

 

 

Skip to content