ევროკავშირისა და Interreg NEXT შავი ზღვის აუზის ქვეყნების გრანტი – BSB00353 LAP-BLACK პროექტისთვის „შავი ზღვის რეგიონში კლიმატის ცვლილებისთვის ადგილობრივი ინტერვენციის შესაძლებლობების გაძლიერება“

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიამ მოიპოვა ევროკავშირისა და Interreg NEXT შავი ზღვის აუზის ქვეყნების გრანტი – BSB00353 LAP-BLACK პროექტისთვის „შავი ზღვის რეგიონში კლიმატის ცვლილებისთვის ადგილობრივი ინტერვენციის შესაძლებლობების გაძლიერება“ (Strengthening the local intervention capacities for climate change in the Black Sea Region).

LAP-BLACK მიზნად ისახავს შავი ზღვის რეგიონში ადგილობრივი ხელისუფლების ინტერვენციის შესაძლებლობების გაძლიერებას, კლიმატის ცვლილების შედეგების შესამცირებლად; პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდება ადგილობრივი ადაპტაციის გუნდები, რომლებიც დაეხმარებიან მუნიციპალიტეტის ხელისუფლებას კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული პრობლემების ეფექტურად გადაჭრის გზის ძიებაში. ადგილობრივი ადაპტაციის გეგმების შემუშავება და ადაპტაციის მოქმედებების განხორციელება მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილების ზემოქმედების შერბილებას სხვადასხვა სექტორზე, მათ შორისაა ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა, წყლის მენეჯმენტი და საზოგადოებრივი ჯანმრთელობა.

პროექტი ხაზს უსვამს ტრანსნაციონალურ თანამშრომლობისა და დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის მნიშვნელობას, მათ შორის ადგილობრივი თემების, ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შესაბამისი ინსტიტუტების. ეს ერთობლივი მიდგომა ხელს შეუწყობს ცოდნის გაზიარებას, საუკეთესო პრაქტიკის გაცვლას და პოლიტიკის გათანაბრებას რეგიონის მონაწილე ქვეყნებს შორის, რაც გააძლიერებს რეგიონულ თანამშრომლობას მდგრადი განვითარებისთვის.

  • პროექტის ხანგრძლივობა: 24 თვე
  • მთლიანი ბიუჯეტი: €1,460,611.30
  • ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი: €298,528.71

პარტნიორები:

  • სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტი (თურქეთი)
  • საარიას მუნიციპალიტეტი (თურქეთი)
  • კავალას მუნიციპალიტეტი (საბერძნეთი)
  • უკრაინის ბიზნესის მხარდამჭერი ცენტრების ასოციაცია  (უკრაინა)

ამ პროექტის ფარგლებში ქობულეთში, მჭიდროდ დასახლებულ უბანში, სადაც ირგვლივ არეალში  არ არის არც ერთი რეკრეაციული სივრცე,    კერძოდ მისამართზე: კაიკაციშვილის ქუჩა, გელაურის დასახლება, 6200 ქობულეთი, სარეგისტრაციო მონაცემებით ს.კ. 20 42 10 260, ფართობი – 1238.00 კვ.მ. მოეწყობა მწვანე სივრცე – “გელაურის მწვანე პარკი”.

გელაურის დასახლებაში მრავალი შეჩერებული საწარმოა, რაც პოტენციურად, ამოქმედების შემთხვევაში გააუარესებს მიმდებარე ტერიტორიების მდგრადობას. ზღვიდან მოშორებული ქალაქის ეს ნაწილი ქალაქის ერთ-ერთი ცხელი უბანია. ახალი პარკის მშენებლობა გააუმჯობესებს ადგილობრივი მოსახლეობის რეკრეაციულ პირობებს; მეორეს მხრივ, კლიმატის ცვლილების შემარბილებელი სადემონსტრაციო ტექნოლოგიების დაინსტალირება აამაღლებს სკოლის მოსწავლეებისა და ზოგადად მოსახლეობის ცნობიერებას კლიმატის ცვლილების შერბილების მიზნების მისაღწევად.

#ქობულეთისმუნიციპალიტეტი

#ClimateResilience

#Sustainability

#LAPBLACK

#NEXTBlackSeaBasin!!BSB00353_LAPBLACK_FactSheet_Final

Skip to content