საკრებულოში საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე თედო ტაკიძე უძღვებოდა.
თედო ტაკიძემ კომისიის წევრებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 29 დეკემბრის N27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია.