ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ინფრასტრუქტურის, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ქონების მართვისა და აგრარულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯომარე ლაშა ხახუტაიშვილი უძღვებოდა.
კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ რვა საკითხი განიხილეს:
- ქობულეთის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ;
- ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ;
- ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქ.ქობულეთი, დავით აღმაშენებლის გამზირი N141-ში მდებარე, მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის მესამე სართულზე არსებული 18,6 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართზე არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ვადით დელეგატის ბიუროს ფუნქციონირებისათვის ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერზე თანხმობის მიცემისა და საწყისი წლიური საიჯარო საფასურის განსაზღვრის შესახებ.
- ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ა(ა)იპ ,,საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი’’-სათვის უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის მიზნით ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერზე თანხმობის მიცემის შესახებ;
- ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს ,,სთარინგ ჯორჯია’’-ზე დროებითი სარგებლობის უფლებით გადაცემის მიზნით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერზე თანხმობის მიცემის შესახებ;
- ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ.ქობულეთი, დავით აღმაშენებლის გამზირი N114-ში მდებარე 2,477 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან 54.0 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ 20.42.06.174) თვიური საიჯარო საფასურის განსაზღვრის შესახებ;