29 იანვარს, 15-00 საათზე, გაიმართება ინფრასტრუქტურის, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ქონების მართვისა და აგრარულ საკითხთა კომისიის სხდომა.
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი:
- ქობულეთის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ;
2. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ;
3. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ;
4. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ;
5. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქ.ქობულეთი, დავით აღმაშენებლის გამზირი N141-ში მდებარე, მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის მესამე სართულზე არსებული 18,6 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართზე არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ვადით დელეგატის ბიუროს ფუნქციონირებისათვის ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერზე თანხმობის მიცემისა და საწყისი წლიური საიჯარო საფასურის განსაზღვრის შესახებ.
6. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ა(ა)იპ ,,საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი’’-სათვის უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის მიზნით ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერზე თანხმობის მიცემის შესახებ;
7. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს ,,სთარინგ ჯორჯია’’-ზე დროებითი სარგებლობის უფლებით გადაცემის მიზნით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერზე თანხმობის მიცემის შესახებ;
8. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ.ქობულეთი, დავით აღმაშენებლის გამზირი N114-ში მდებარე 2,477 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან 54.0 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ 20.42.06.174) თვიური საიჯარო საფასურის განსაზღვრის შესახებ;
(მომხსენებელი: ლაშა ხახუტაიშვილი)
(თანამომხსენებელი: ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის, ქონების მართვისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროსი ზურაბ ამაღლობელი)