„ნაადრევად წართმეული ბავშვობა“ – “ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ” 16 დღიანი კამპანია

საუკეთესო ესეს კონკურსი თემაზე: „ნაადრევად წართმეული ბავშვობა“.

 

  1. ნომინაცია „საუკეთესო ესე“ გრან-პრი, მთავარი პრიზი – ნანა ცეცხლაძე, ქვედა სამებას საჯარო სკოლა .
  2. ნომინაცია „საუკეთესო ესე“ პირველი ადგილი – ელენე ჯინჭარაძე, ქვედა სამებას საჯარო სკოლა.
  3. ნომინაცია „საუკეთესო ესე“ მეორე ადგილი – გვანცა კაჭახმაძე, ციხისძირის საჯარო სკოლა .
  4. ნომინაცია „საუკეთესო ესე“ მესამე ადგილი – ანდრია უღრელიძე, N2 საჯარო სკოლა.
  5. ნომინაცია „საუკეთესო ჟიურის რჩეული“ – ნია მუშამბაძე, კვირიკეს N2 საჯარო სკოლა.

კონკურსი ყოველწლიურ ხასიათს ატარებს. აღნიშნული აქტივობა “ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ” 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში მიმდინარეობს, რომლის მიზანს  ახალგაზრდებისათვის ინფორმაციის მიწოდება ნაადრევი ქორწინების შესაძლო რისკებზე და უარყოფით მხარეებზე.

გარდა აღნიშნული კონკურსისა, აქტივობების ფარგლებში გაიმართა  საგანმანათლებლო-საინფორმაციო შეხვედრა ახალგაზრდებთან, სადაც ინფორმაციულად მიეწოდათ თუ რა არის ძალადობა, როგორ შეიძლება ის ვლინდებოდეს, რა ზეგავლენა აქვს მას პიროვნებაზე და საზოგადოებაზე,  ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საკანონმდებლო ცვლილებებსა და მათი უფლებების დაცვის საშუალებებზე, აგრეთვე იმ სერვისებზე, რომლებსაც სახელმწიფო სთავაზობს ძალადობის მსხვერპლ პირებს.

კონკურსში მონაწილეობა მიიღო საჯარო და კერძო სკოლის 90-მა მოსწავლემ. ყველა მონაწილეს სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

Skip to content