საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

საკრებულოს  რიგგარეშე  სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილი უძღვებოდა.

სხდომაზე მერის პირველმა მოადგილემ ირაკლი ცეცხლაძემ ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 29 დეკემბრის N27  დადგენილებაში ცვლილები წარმოადგინა.

აღნიშნული საკითხის გარდა, სხდომაზე ინფრასტრუქტურის, სივრცით -ტერიტორიული  დაგეგმარების, ქონების მართვისა და აგრარულ  საკითხთა  კომისიის  თავმჯდომარეს მოუსმინეს, რომელმაც რამდენიმე საკითხი წარმოადგინა:

  • ქობულეთისმუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ;
  • ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერისათვის პირდაპირი განკარგვის წესით, 2 (ორი) წლის ვადით იჯარის ფორმით, სარგებლობის უფლებით ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქობულეთში, სოფელ მუხაესტატეში მდებარე 83,0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (ს/კ 20.33.03.138) 10,0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ასაწყობი ტიპის პურის საცხობის განთავსების მიზნით ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერზე თანხმობის მიცემისა და წლიური საწყისი საიჯარო საფასურის განსაზღვრის შესახებ;
  • ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერისათვის პირდაპირი განკარგვის წესით, 1 (ერთი) წლის ვადით იჯარის ფორმით, სარგებლობის უფლებით ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ. ქობულეთში, აღმაშენებლის გამზირი N112-მიმდებარედ არსებული 5,0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ 20.42.18.052), სუვენირების სარეალიზაციო ჯიხურის განთავსების მიზნით. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერზე თანხმობის მიცემისა და წლიური საწყისი საიჯარო საფასურის განსაზღვრაზე უარის თქმის შესახებ;
  • ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერისათვის პირდაპირი განკარგვის წესით, 1 (ერთი) წლის ვადით იჯარის ფორმით, სარგებლობის უფლებით ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ. ქობულეთში, თავისუფლების ქუჩა N13-ის მიმდებარედ ტროტუარის სახით რეგისტრირებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან  (ს/კ 20.42.06.835) 12.0 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ღვინისა და ალკოჰოლური  სასმელების ჯიხურის ფუნქციონირების მიზნით ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერზე თანხმობის მიცემისა და წლიური საწყისი საიჯარო საფასურის განსაზღვრის შესახებ;
  • ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონებების სსიპ ,,სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო’’-სათვის უსასყიდლო სარგებლობაში გადასაცემად ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერზე თანხმობის მიცემის შესახებ;
  • ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერისათვის პირდაპირი განკარგვის წესით, 2 (ორი) წლის ვადით იჯარის ფორმით, სარგებლობის უფლებით ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ. ქობულეთში, აღმაშენებლის გამზირი N141-ში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის მესამე სართულზე მდებარე 28,15 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი (ს/კ 20.42.04.385) და სოფელ ციხისძირში მდებარე 2843,0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (ს/კ N20.46.03.032) 17,13 კვ.მ მიწის ნაკვეთი, საბაზო სადგურების განთავსების მიზნით ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერზე თანხმობის მიცემისა და  წლიური საწყისი საიჯარო საფასურის განსაზღვრის შესახებ ( შპს ,,სელფი მობაილი’’).
  • ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ.ქობულეთში, დავით აღმაშენებლის გამზირი N114-ში მდებარე 2,477 კვ.მ არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთიდან 23,0 კვ.მ მიწის ნაკვეთის საწყისი თვიური საიჯარო საფასურის განსაზღვრაზე უარის თქმის შესახებ;
  • ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერისათვის პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით 2(ორი) წლის ვადით სარგებლობის უფლებით ქ. ქობულეთში, თავისუფლების ქუჩა N23-ის მიმდებარედ მუნიციპალიტეტის  საკუთრებაში არსებული 6 (ექვსი) ერთეული  გარე განათების ბოძზე არსებული  ნაგებობის/კონსტრუქციის რადიუსი (წერტილი) საკომუნიკაციო  ქსელის მოწყობის  მიზნით ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერზე თანხმობის მიცემისა და  წლიური საწყისი საიჯარო   საფასურის განსაზღვრის შესახებ (სს ,,სილქნეტი“);
  • ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერისათვის პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით 2(ორი) წლის ვადით სარგებლობის უფლებით  ქობულეთში, სოფელ კვირიკეში მდებარე მუნიციპალიტეტის  საკუთრებაში არსებული 17 (ჩვიდმეტი) ერთეული  გარე განათების ბოძზე განთავსებული   ნაგებობის/კონსტრუქციის  რადიუსი (წერტილი) საკომუნიკაციო  ქსელის მოწყობის  მიზნით ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერზე თანხმობის მიცემისა და  წლიური საწყისი საიჯარო   საფასურის განსაზღვრის შესახებ (სს ,,სილქნეტი“);
Skip to content