მისამართი: ქ. ქობულეთი, დავით აღმაშნებლის გამზირი N322ა-324
- გეგმარებითი ერთეული:
გეგმარებითი ერთეულის ფართობი შეადგენს 11830,00 კვ.მ-ს.
გეგმარებითი ერთეული მოიცავს 13 მიწის ნაკვეთს.
- დაგეგმვის ძირითადი მიზნები და ამოცანები, მათი მიღწევისა და გადაწყვეტის გზები;
დაგეგმილი პროექტის მიხედვით გეგმარებით ერთეულში შემავალ მიწის ნაკვეთებზე,
საკადასტრო კოდებით 20.42.13.098; 20.42.02.139; 20.42.02.033
დაგეგმილია 12 სართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის განთავსება (შენობის სიმაღლე 46მ) .
აღნიშნულის განხორციელება საჭიროებს განაშენიანების კოეფიციენტების გაზრდას,
რომლებიც მოცემულია ქვემთ:
- დაგეგმილი განაშენიანება:
oსტრუქტურა/წყობა – დახურული, კვარტალური წყობა.
O მიმართება მიმდებარე განაშენიანებასთან – გეგმარებითი ერთეულის
მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულია საცხოვრებელი სახლებით
განაშენიანებული მიწის ნაკვეთები, რომელთა მიმართ დაცული იქნება
ქალაქმშენებლობითი და ქალაქგეგმარებითი მოთხოვნები.
o ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფა – გეგმარებითი ერთეული
უზრუნველყოფილია ინფრასტრუქტურული სიმძლავრეებით,
ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში მათი გაუმჯობესება მოხდება ობიექტის
პროექტირების ეტაპზე, ოპერატორი კომპანიების მიერ გაცემული
ტექნიკური დავალებების შესაბამისად.
7.2. საპროექტო ტერიტორიის და ობიექტის სავარაუდო ტექნიკურ-ეკონომიკური
მაჩვენებლები
- დაგეგმილი ცვლილებები ციფრებში:
oგანაშენიანების კოეფიციენტი (კ-1) რჩება უცვლელი და შეადგენს 0,5-ს;
oგანაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი (კ-2) იზრდება 1,8-დან 5,5-მდე.
გამწვანების კოეფიციენტი (კ-3) შეადგენს 0,3-ს და რჩება უცვლელი
გეგმარებითი ერთეულში შემავალ, სხვა/დანარჩენ მიწის ნაკვეთებზე მოქმედებს
განაშენიანების გეგმით დადგენილი განაშენიანების პარამეტრები
და პირობები, გარდა იმ მიწის ნაკვეთებისა, რომლებზეც
აღნიშნული პარამეტრები განსაზღვრულია სამშენებლო დოკუმენტით.
დაინტერესებულ პირებს უფლება აქვთ წინამდებარე ინფორმაციის
გამოქვეყნებიდან არაუმეტეს 10 დღის ვადაში წარმოადგინონ
მოსაზრება საკითხის ირკვლივ.
დანართი: თანდართული მასალა თან ერთვის.
გდგ - კონცეფცია - შპს მგზგ დეველოპმენტ (1)_compressed