ინფრასტრუქტურის, სივრცით -ტერიტორიული  დაგეგმარების, ქონების მართვისა და აგრარულ  საკითხთა  კომისიის სხდომაზე 2025 წლის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტის პროექტი განიხილეს.

საკრებულოს   ინფრასტრუქტურის, სივრცით -ტერიტორიული  დაგეგმარების, ქონების მართვისა და აგრარულ  საკითხთა  კომისიის დღეს გამართულ სხდომაზე 2025 წლის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტის პროექტი განიხილეს.

პროექტის მიხედვით, ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია 41 593 332 ლარით დაფინანსდება.

პროექტი ითვალისწინებს საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას, კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა – რეაბილიტაციას, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების და ეზოების მოწესრიგებას, წყლის სისტემის რეაბილიტაციასა და სანიაღვრე არხებისა და საკანალიზაციო სისტემის მოწყობას.

სხდომას ინფრასტრუქტურის, სივრცით -ტერიტორიული  დაგეგმარების, ქონების მართვისა და აგრარულ  საკითხთა  კომისიის თავმჯდომარე ლაშა ხახუტაიშვილი უძღვებოდა.

Skip to content