საკრებულოში განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლია შაქარიშვილი უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა 2025 წლის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტის პროექტი განიხილეს.
წარმოდგენილი პროექტის თანახმად, განათლებისა და კულტურის მიმართულებით, ბიუჯეტი წარმოდგენილია შემდეგნაირად:
კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები – 7 366 648 ლარი;
სპორტის განვითარების ხელშეწყობა – 2 736 348 ლარი;
კულტურის განვითარების ხელშეწყობა – 4 630 300 ლარი.