ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილი უძღვებოდა.
სხდომაზე მერიის ტურიზმისა და საერთაშორისო ურთიერთობის განვითარების განყოფილების უფროსმა ნონა წულუკიძემ მდგრადი განვითარების მიზნების ქობულეთის მუნიციპალური დოკუმენტი წარადგინა.
საკრებულოს სხდომაზე ინფრასტრუქტურის, სივრცით -ტერიტორიული დაგეგმარების, ქონების მართვისა და აგრარულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს მოუსმინეს, რომელმაც ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ რამდენიმე მიწის ნაკვეთზე ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერისათვის პირდაპირი განკარგვის წესით იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით საიჯარო საფასურის განსაზღვრის საკითხები წარადგინა.