31 ოქტომბერს, 12:00 საათზე  გაიმართება ქობულეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს  რიგგარეშე  სხდომა

31 ოქტომბერს,  12:00   საათზე  გაიმართება ქობულეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს   რიგგარეშე  სხდომა.

    :

  1.  მდგრადი განვითარების მიზნების ქობულეთის მუნიციპალური დოკუმენტის  დამტკიცების შესახებ.

(მომხსენებელი: ლაშა ხახუტაიშვილი)

2. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქობულეთი, დაბა ჩაქვი, აღმაშენებლის  ქუჩა N47-ში მდებარე 42,20 კვ.მ (ს/კ N20.48.10.012.01.502) და ქობულეთი,  დაბა ჩაქვი, აღმაშენებლის  ქუჩა N38-ში  მდებარე 54,11 კვ.მ (ს/კ N20.48.10.05. 617.01.003), ფართების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში  გადაცემის შესახებ.

(მომხსენებელი: ლაშა ხახუტაიშვილი)

3. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერისათვის პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო აღნაგობის  უფლებით 99 (ოთხმოცდაცხრამეტი) წლის  ვადით ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქობულეთის მუნიციპალიტეტის  სოფელ კვირიკეში  მდებარე  580. 0 კვ.მ  არასასოფლო-სამეურნეო  დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ N20.43.04.211), შემდგომში მართმადიდებლური ტაძრის   მშენებლობაზე   ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერზე თანხმობის მიცემის შესახებ.

(მომხსენებელი: ლაშა ხახუტაიშვილი)

4.  ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერისათვის პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით 1(ერთი) წლის ვადით სარგებლობის უფლებით ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ. ქობულეთში, რუსთაველის ქუჩა  N108-ის მიმდებარედ  ტროტუარის სახით რეგისტრირებული არასასოფლო-სამეურნეო  დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან 1,0 კვ. მ მიწის ნაკვეთზე  ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერზე თანხმობის მიცემისა და  წლიური საწყისი საიჯარო   საფასურის განსაზღვრის შესახებ.

(მომხსენებელი: ლაშა ხახუტაიშვილი)

5. იჯარის ფორმით 2(ორი) წლის ვადით სარგებლობის უფლებით ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ  ქონებაზე,  კერძოდ ხაზოვანი  ნაგებობის  გარე განათების  ბოძებზე  ოპტიკურ -ბოჭკოვანი კაბელის რადიუსზე (წერტილი) ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერზე თანხმობის მიცემისა და  წლიური საწყისი საიჯარო   საფასურის განსაზღვრის შესახებ (შპს ,,მაგთიკომი“).

(მომხსენებელი: ლაშა ხახუტაიშვილი)

6.  ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერისათვის პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით, სარგებლობის უფლებით 2 (ორი) წლის ვადით ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების  (სულ ჯამში 16,0 კვ.მ)  შპს ,,თიბისი ფეი“-ზე   გადაცემა სწრაფი გადახდის ტერმინალების განთავსების მიზნით  ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერზე თანხმობის მიცემისა და წლიური საიჯარო  საფასურის  განსაზღვრის შესახებ.

(მომხსენებელი: ლაშა ხახუტაიშვილი)

7.  ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერისათვის ირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით, სარგებლობის უფლებით 2 (ორი) წლის ვადით ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე    არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების  (სულ ჯამში 4,0 კვ.მ)  შპს ,,დაირექტ დებიტ ჯორჯია“-ზე   გადაცემა სწრაფი გადახდის ტერმინალების განთავსების მიზნით  ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერზე თანხმობის მიცემისა და წლიური საიჯარო  საფასურის  განსაზღვრის შესახებ.

(მომხსენებელი: ლაშა ხახუტაიშვილი)

Skip to content