ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა წუთიერი დუმილით დაიწყო. საკრებულოს წევრებმა რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირთა სხოვნას პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიმდინარე წლის ბიუჯეტი 4 226 100 ლარით გაიზარდა და 76 613 900 ლარი შეადგინა. ბიუჯეტის ცვლილებები მერის პირველმა მოადგილემ ირაკლი ცეცხლაძემ წარადგინა. ცვლილება ხორციელდება ბიუჯეტის როგორც შემოსულობებში, ასევე გადასახდელების ნაწილში. გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში დაფინანსება მოხმარდება ინფრასტრუქურულ პროექტებს, სხვადასხვა სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო დახმარების პროგრამასა და განათლების მიმართულებებს.
დღესვე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოსა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეთანხმების შესახებ ინფორმაცია ცნობად მიიღეს.
საკრებულომ დაამტკიცა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზაციო გეგმაში ცვლილებები. კერძოდ , სოფელ ჩაისუბანში მდებარე 107.0 კვ.მ არასასოფლო- სამეურნეო დანისნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული 53.7 კვ.მ შენობა-ნაგებობა.
დღესვე, საკრებულოს წევრებმა, სხვადასხვა მისამართებზე, სხვადასხვა საიჯარო საკითხები განიხილეს.