საკრებულოში იურიდიულ-საპროცედურო და სამანდატო საკითხთა კომისიის სხდომაზე კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს:
- ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს დამტკიცების შესახებ.
- ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შესახებ. სხდომას იურიდიულ-საპროცედურო და სამანდატო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დავით წულუკიძე უძღვებოდა.