ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისია

ქობულეთის საკრებულოში დღეს გამართულ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე მიმდინარე წლის ბიუჯეტის ცვლილებები განიხილეს. ცვლილება იგეგმება როგორც შემოსულობებში, ასევე გადასახდელების ცალკეულ პროგრამებსა და ქვეპროგრამებში. იზრდება მოწყვლადი სოციალური ჯგუფების ბენეფიციართა მედიკამენტებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის ბიუჯეტი და სხვადასხვა სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო დახმარების პროგრამა.

საერთო ჯამში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 4 226 100 ლარით იზრდება.

სხდომას კომისიის თავმჯდომარე თეა მოწყობილი უძღვებოდა.

 

Skip to content