ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილი უძღვებოდა.
საკრებულოს წევრებმა საკრებულოს ინფრასტრუქტურის, სივრცით -ტერიტორიული დაგეგმარების, ქონების მართვისა და აგრარულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ლაშა ხახუტაიშვილს მოუსმინეს, რომელმაც ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა-ში ცვლილების, დამატების შეტანის თაობასა და საზაფხულო საზონთან დაკავშირებით სხვადასხვა ლოკაციაზე მერზე თანხმობის მიცემისა და სეზონური საიჯარო საფასურის საკითხები განიხილა.
სხდომაზე საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თედო ტაკიძემ ერთი საკითხი წარადგინა: ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ” საკრებულოს 2011 წლის 17 მარტის N20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.