ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკარებულოში გამოცხადდა ვაკანსია შემდეგ პოზიციაზე: საკრებულოს აპარატის III რანგის II კატეგორიის უფროსი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში. აპლიკანტებს განცხადების შემოტანა აღნიშნულ ვაკანსიაზე შეუძლიათ ელექტრონულად www.hr.gov.ge-ზე, 2024 წლის 09 თებერვლის ჩათვლით. www.hr.gov.ge-ზე კანდიდატმა შესაბამის ველში უნდა ატვირთოს: ა) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ბ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი, სათანადოდ გაფორმებული დოკუმენტი − შრომის წიგნაკი (არსებობის შემთხვევაში) ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, რომელშიც ასახული იქნება სამსახურის დაწყებისა და დასრულების სრული თარიღები და დაკავებული თანამდებობა. დოკუმენტში მოცემული ინფორმაცია უნდა შეესაბამებოდეს შესაბამისი ვაკანტური თანამდებობისთვის დადგენილი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებით განსაზღვრულ სამუშაო სფეროს/მიმართულებას და მოთხოვნილი სამუშაო გამოცდილების ხანგრძლივობას. აღნიშნული დოკუმენტების ატვირთვა სავალდებულოა, რომლის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში კონკურსანტის განაცხადი არ იქნეს განხილული კონკურსის შემდეგ ეტაპზე.