28 ნოემბერს ქობულეთის #5 საჯარო სკოლის სპორტის დარბაზში შეჯიბრის ფინალური ეტაპი გაიმართა.
ტურნრიში მონაწილეობდა ვაჟთა 12 და გოგონათა 7 ნაკრები გუნდი. გოგონათა შორის გამარჯვებული გახდა ქობულეთის #1 საჯარო სკოლა, ვაჟებს შორის კი #3 საჯარო სკოლა. საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სახელით გადაეცათ ფასიანი საჩუქრები.
ღონისძიება მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და გენდერული თანასწორობის სამსახურის და ქობულეთის საკალათბურთო კლუბმა Kobuleti Basket 2023-ის მხარდაჭერით გაიმართა.