გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მიზანი იყო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. ასევე ყურადღების გამახვილება ქალთა მიმართ ძალადობის კუთხით ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებზე.
მსოფლიოში 1991 წლიდან აღინიშნება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია, რომელიც 25 ნოემბერს – ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს იწყება და 10 დეკემბერს – ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს მთავრდება. განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და გენდერული თანასწორობის სამსახურის ორგანიზებით სოფელ დაგვასა და ციხისძირში, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე, საგანმანათლებლო-საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა.