20 ნოემბერს, 12-00 საათზე ქობულეთის მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართება 2024 წლის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა. (მისამართი: ქ.ქობულეთი, დავით აღმაშენებლის გამზირი №141, მესამე სართული)
განსახილველ საკითხთა მიმართებაში საჯარო განხილვის წარმოებაზე უფლებამოსილი ორგანოა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო -საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისია.
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო – საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თედო ტაკიძეს. ტელეფონი: 599 64 64 38.
გთხოვთ თქვენი შენიშვნები და მოსაზრებები წარმოადგინოთ 2023 წლის 20 ნოემბერს, 11-00 საათის ჩათვლით. (ქობულეთი, დ.აღმაშენებლის გამზირი N141, მეორე სართული, საკრებულოს კანცელარიაში ან დაგვიკავშირდით ტელ: 599 01 08 77).