17 ნოემბერს, 15-00 საათზე, გაიმართება ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა.
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი:
1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2023 წლის 14 ნოემბრის N114-11423318228 მომართვა ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტის პროექტისა და ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანდაცვის და სოციალური დაცვის ქვეპროგრამების განხილვის შესახებ;
(მომხსენებელი: თეა მოწყობილი)
(თანამომხსენებელი: ხათუნა მამასახლისი)
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2024 წლის ქვეპროგრამების პროექტები:
- „იშვიათი დაავადების მქონე პირთა დახმარების“ ქვეპროგრამა;
- „თემზე დაფუძნებული მობილური გუნდის მომსახურება მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებისთვის დახმარების“ – ქვეპროგრამა.
- „სხვადასხვა სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო დახმარების“ ქვეპროგრამა;
- ა(ა)იპ ,,ქობულეთის ჯანდაცვისა და სოციალური სერვისების ცენტრი”-ს ქვეპროგრამა;
- ,,მოწყვლადი სოციალური ჯგუფების ბენეფიციართა მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ ქვეპროგრამა;
- „ომის მონაწილეებზე და დაღუპულთა ოჯახის წევრებზე სადღესასწაულო დღეების ორგანიზება და დახმარების“ ქვეპროგრამა;
- „დედ-მამით ობოლ ბავშვთა ყოველთვიური მატერიალური დახმარების“ – ქვეპროგრამა;
- „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარების“ ქვეპროგრამა;
- „მუნიციპალური უფასო სასადილოს“ ქვეპროგრამა;
- „ცალკეული სოციალური კატეგორიის ოჯახების გაზიფიცირების“ ქვეპროგრამა;
- „მესამე და მომდევნო ახალშობილზე ერთჯერადი მატერიალური დახმარების“ ქვეპროგრამა;
- „მარტოხელა მშობლების ყოველთვიური მატერიალური დახმარების“ ქვეპროგრამა;
- „გარდაცვლილის ოჯახებზე ერთჯერადი დახმარების“ ქვეპროგრამა;
- „ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 5 და მეტ მცირეწლოვან ბავშვთა ოჯახებზე დახმარების“ ქვეპროგრამა;
- „ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 4 მცირეწლოვან ბავშვთა ოჯახებზე 18 წლამდე, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში 0-დან 100 001-მდე სარეიტინგო ქულით, ერთჯერადად მატერიალური დახმარების“ ქვეპროგრამა;
- „დიალიზის ცენტრის პაციენტების და ბავშვთა ფსიქოსომატური აბილიტაციის/ რეაბილიტაციის პროგრამის ბენეფიციართა მატერიალური დახმარების“- ქვეპროგრამა;
- „მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებისათვის მინიმალური საცხოვრებელი პირობების შექმნის“ ქვეპროგრამა.