საქართველოს სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკის, ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიში

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2023 წლის 20
ოქტომბერს სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარადგინა საქართველოს სახელმწიფოს ენერგეტიკული
პოლიტიკის, ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმის სტრატეგიული გარემოსდაცვითი
შეფასების ანგარიში. სგშ ანგარიშის განცხადების შესახებ ინფორმაცია თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად
განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე – www.ei.gov.ge. დეტალური ინფორმაცია იხილეთ
ბმულზე – http://ei.gov.ge/ka/info/ce31e2ef-816e-44dc-9171-dd06a8f52db4
გაცნობებთ, რომ შეიცვალა შეხვედრაზე დასწრების ბმული და Webex-ის ნაცვლად დასწრება შესაძლებელი იქნება
Zoom -ის პლატფორმის გამოყენებით.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ საკითხზე საჯარო განხილვა გაიმართება 2023 წლის 1 დეკემბერს 11:00 საათზე ქ.
თბილისის ცენტრალური იუსტიციის სახლის შენობაში/ჰიბრიდულ ფორმატში
(https://deloitte.zoom.us/j/91920356434?pwd=QzFiNlE0RnJ3Y1dyVWJkL1M2blJQZz09#success), III სართულზე ოთახი
N301-ში (მის: ქ. თბილისი, სანაპიროს ქ. N1) და მიმდინარე წლის 15 დეკემბერს 16:00 საათზე ონლაინ ფორმატში (
https://deloitte.zoom.us/j/92234395643?pwd=WjJQTis1UDdwcFB0NU85djVtaFJCUT09#success).
ამასთან, გთხოვთ, უზრუნველყოთ ზემოაღნიშნული ანგარიშის საჯარო განხილვის შესახებ ინფორმაციის
განთავსება, როგორც თქვენი მუნიციპალიტეტის მერიის საინფორმაციო დაფაზე, ოფიციალურ ვებ-გვერდსა და
Facebook-ის გვერდზე, აგრეთვე საქმიანობის განხორციელების სიახლოვეს ინფორმაციის გავრცელების
დამკვიდრებულ ადგილებზე (მაგ:ტრანსპორტის გაჩერება, სკოლა, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, სავაჭრო
ცენტრი, ფოსტის ოფისი ან/და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილი) და განთავსების დამადასტურებელი
დოკუმენტაციის სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისთვის გამოგზავნა ფოტომასალის
სახით.
დანართი:
– საჯარო განხილვის შესახებ განცხადება – 2 გვერდი

 

1208_ძირითადი დოკუმენტი
საჯარო განხილვის შესახებ განცხადება
Skip to content