ქობულეთის N5 საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. განხორციელდა შენობის ფასადის, შიდა სივრცის მოწესრიგება. სრულად კეთილმოეწყო სკოლის ტერიტორია.
ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა და მუნიციპალიტეტის მერმა მიულოცეს.
„პირველ რიგში მინდა მოგოლოცოთ ახალი სასწავლო წლის დაწყება . ეს წელი ბევრი წარმატების და ნაყოფიერი შედეგით სავსე ყოფილიყოს თითოეული თქვენგანისთვის .
ვულოცავ ყველას მორიგი მნიშვნელოვანი პროექტის წარმატებით დასრულებას.
თქვენ იცით თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა ენიჭება რეგიონში, ქვეყანაში განათლებას და ამ მიმართულებით არაერთი პროექტი და პროგრამა გვაქვს შემუშავებული.
ახალგაზრდების ხელშეწყობის მიზნით არაერთი მიმართულებით ვახორციელებთ სამუშაოს და სამომავლოდ თქვენი წარმატებისთვის, უკეთესი მომავლისთვის ბევრ სიახლეს განვახორციელებთ.
წარმატებები ყველას“-ლევან ზოიძე.