21 აგვისტოს, 12:00 საათზე გაიმართება ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ქობულეთის მუნიციპალიტეტის შენობაში მესამე სართულზე, სააქტო დარბაზში. (მის: ქობულეთი, დ.აღმაშენებლის გამზირი N141);
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი:
- ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2023 წლის 15 აგვისტოს N114-11423227106- მომართვა ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის -27 დეკემბრის N28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
(მომხსენებელი:ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე დავით ვერულიძე)
2.ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2023 წლის 31 ივლისის N114-11423212172 მომართვა-,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულების შესახებ“ მიმოხილვის ცნობად მიღების თაობაზე.
(მომხსენებელი:ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე დავით ვერულიძე)
3.ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2023 წლის 17 აგვისტოს N114-11423229128 მომართვა-,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 09 სექტემბრის N08 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე.
(მომხსენებელი: დავით წულუკიძე)
4.ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2023 წლის 16 აგვისტოს N114-1142322899 მომართვა – ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს დამტკიცების შესახებ.
(მომხსენებელი: დავით წულუკიძე)
5. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2023 წლის 16 აგვისტოს N114-1142322897 მომართვა – ,,ქ.ქობულეთში, დ. აღმაშენებლის გამზირზე არსებულ მიწის ნაკვეთ(ებ)ზე (ს/კ 20.42.04.607, ს/კ 20.42.04.608, ს/კ 20.42.04.823, ს/კ 20.42.04.804,) მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის მიზნით განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დამტკიცების შესახებ.
(მომხსენებელი: ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსის მ/შ ნათია ბასიაშვილი)
6. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2023 წლის 16 აგვისტოს N114-11423228100 მომართვა -,,ქ.ქობულეთში, დ. აღმაშენებლის გამზირზე არსებულ მიწის ნაკვეთ(ებ)ზე (ს/კ 20.42.01.673, ს/კ 20.42.01.614, ს/კ 20.42.01.613 და ს/კ 20.42.01.591,) მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის მიზნით განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დამტკიცების შესახებ.
(მომხსენებელი: ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსის მ/შ ნათია ბასიაშვილი)
7. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2023 წლის 16 აგვისტოს N114-11423228105 მომართვა -ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვში, აბაშიძისა და მეგენეიშვილის ქუჩების მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ 20.48.09.1000) საცხოვრებელი და დასასვენებელი კომპლექსის მშენებლობის მიზნით განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 30 ივნისის N36 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
(მომხსენებელი: ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსის მ/შ ნათია ბასიაშვილი)