დღეს, 17 აგვისტოს, ჩატარდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურის, სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარების, ქონების მართვისა და აგრარულ საკითხთა კომისიის სხდომა, რომელზეც განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
1.ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2023 წლის 16 აგვისტოს N114-1142322897 მომართვა – ,,ქ.ქობულეთში, დ. აღმაშენებლის გამზირზე არსებულ მიწის ნაკვეთ(ებ)ზე (ს/კ 20.42.04.607, ს/კ 20.42.04.608, ს/კ 20.42.04.823, ს/კ 20.42.04.804,) მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის მიზნით განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დამტკიცების შესახებ.
2.ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2023 წლის 16 აგვისტოს N114-11423228100 მომართვა -,,ქ.ქობულეთში, დ. აღმაშენებლის გამზირზე არსებულ მიწის ნაკვეთ(ებ)ზე (ს/კ 20.42.01.673, ს/კ 20.42.01.614, ს/კ 20.42.01.613 და ს/კ 20.42.01.591,) მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის მიზნით განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დამტკიცების შესახებ.
3. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2023 წლის 16 აგვისტოს N114-11423228105 მომართვა -ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვში, აბაშიძისა და მეგენეიშვილის ქუჩების მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ 20.48.09.1000) საცხოვრებელი და დასასვენებელი კომპლექსის მშენებლობის მიზნით განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 30 ივნისის N36 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
4. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2023 წლის 19 აპრილის N114-11423109136 მომართვა – „ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარას გეგმარებითი ერთეულის განაშენიანების გეგმის კონცეფციის დამტკიცების შესახებ.
5. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2023 წლის 19 აპრილის N114-11423109124 მომართვა-„ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლების მუხაესტატე-წყავროკას გეგმარებითი ერთეულის განაშენიანების გეგმის კონცეფციის დამტკიცების შესახებ.
6. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2023 წლის 26 ივნისის N114-11423177191 მომართვა-,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 იანვრის N02 განკარგულებით დამტკიცებული ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა“-ში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე.
7. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2023 წლის 26 ივნისის N114-11423177194 მომართვა-,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 იანვრის N02 განკარგულებით დამტკიცებული ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა“-ში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე.
8. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2023 წლის 26 ივნისის N114-11423177196 მომართვა – ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერისათვის პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით 2 (ორი) წლის ვადით ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ.ქობულეთში, თავისუფლების ქუჩა N30-ის მიმდებარედ მდებარე 150.0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (ს/კ 20.42.11.295) 60 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერზე თანხმობის მიცემისა და საწყისი წლიური საიჯარო საფასურის განსაზღვრის შესახებ (ფ/პ ,,ხათუნა გოლიაძე“).