მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მინდია რომანაძე, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან დამერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის, გენდერული თანასწორობისა და ტურიზმის სამსახურის წარმომადგენელთან ერთად, ლიეტუვაში, ქალაქ პალანგაში იმყოფებოდნენ.
ქობულეთის მუნიციპალიტეტი და ქალაქი პალანგა 2011 წიდან დამეგობრებული ქალაქები არიან. მხარეებს შორის თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით, წლებია ხორციელდება.
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების ვიზიტი, ფესტივალ “მე მიყვარს პალანგა” ფარგლებში განხორციელდა. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა მერის ინაუგურაციის ცერემონია .