საკრებულოს სხდომა

დღეს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს   სხდომა გაიმართა, რომელსაც  საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილი უძღვებოდა.

სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 14 საკითხი განიხილეს.

1.ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2023 წლის 28 თებერვლის N114-11423059277 მომართვა-ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტის  შესრულების წლიური ანგარიშის  დამტკიცების შესახებ.

2. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2023 წლის 28 თებერვლის N114-11423059204 მომართვა-ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2022 წელს განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების  შესახებ  ანგარიშის შესრულების  ცნობად მიღების  შესახებ.

3. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის  2023 წლის 10 მარტის   N114-11423069274 მომართვა- ქობულეთის მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე საგანგებო  მართვის  გეგმის დამტკიცების შესახებ.

4. ,,საგანგებო სიტუაციებზე ქობულეთის მუნიციპალიტეტის რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 23 აგვისტოს N134 განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე.

5. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2023 წლის 22 მარტის N114-11423081245 მომართვა- ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურისთვის მშენებლობის  შეჩერების შესახებ  დადგენილების მიღების შემდეგ ამ დადგენილების შესრულების კონტროლის  განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ დადგენილების  პროექტის  განხილვის თაობაზე.

6. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის  2023 წლის 22 მარტის  N114-11423081275 მომართვა- ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიერ ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის  განმხილველ პირთა  განსაზღვრისა და სამართალდარღვევათა  საქმისწარმოებისათვის  დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ დადგენილების  პროექტის  განხილვის თაობაზე.

7. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის  2023 წლის 17 მარტის   N114-1142306330 მომართვა-ქალაქ ქობულეთში, დ. აღმაშენებლის გამზირი N297-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს.კ. 20.42.01.051) მრავალფუნქციური ობიექტის მშენებლობის მიზნით განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების თაობაზე.

8.ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის  2023 წლის 14 თებერვლის N114-11423045337 მომართვა -ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერისათვის პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით, სარგებლობის უფლებით 2 (ორი) წლის ვადით მუნიციპალიტეტის  საკუთრებაში არსებული  ქ.ქობულეთში, დავით აღმაშენებლის  გამზირი N416-ის მიმდებარედ მდებარე 60.0  კვ.მ  არასასოფლო-სამეურნეო  დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ტროტუარი, ს/კ N20.42.02.977) ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერზე თანხმობის მიცემისა და საწყისი წლიური  საიჯარო საფასურის განსაზღვრის  შესახებ (ფ/პ ,,დავით პაპუნაიშვილი “).

9. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2023 წლის 17 მარტის  N114-11423076327 მომართვა – ქობულეთის მუნიციპალიტეტის  საკუთრებაში არსებული ქ.ქობულეთში, დავით აღმაშენებლის  გამზირი N279-ში,  ქობულეთის ცენტრალური  პარკის  ტერიტორიაზე, რესტორან ,,სანსეტი“-ს“ მიმდებარედ მდებარე N6-55,0 საერთო ფართის შენობა-ნაგებობის 2 (ორი) წლის ვადით იჯარის უფლებით   სარგებლობაში გამოყოფა და  საწყისი წლიური  საიჯარო საფასურის განსაზღვრის  შესახებ.

10. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2023  წლის 27 თებერვლის   N114-11423058103 მომართვა – ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქობულეთის მუნიციპალიტეტის  დაბა ოჩხამურში, აღმაშენებლის  ქუჩა N3-ში მდებარე უძრავ ქონებაში, მე-2  სადარბაზოს, მე-5  სართულზე  არსებული 56,20 კვ.მ საერთო ფართის ბინა    (ს/კ N20.37.02.114.01.041), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ.

11. შპს ,,ქობულეთის  ტრანსრეგულირება“-ს 2023 წლის  15 თებერვლის  N20 მომართვა -2022 წელს გაწეული მუშაობის ანგარიშის შესახებ.

12. ა(ა)იპ ,,ქობულეთის პარკი“-ს 2023 წლის 17 თებერვლის N4 მომართვა -2022 წელს გაწეული მუშაობის ანგარიშის შესახებ.

13. (ა)იპ ,,ქობულეთის სანდასუფთავება“-ს 2023 წლის 21 თებერვლის N25 მომართვა -2021 წელს გაწეული მუშაობის ანგარიშის შესახებ.

14. (ა)იპ ,,ქობულეთის გამწვანება“-ს 2023 წლის 20 თებერვლის N34-11423051125 მომართვა -2022 წელს გაწეული მუშაობის ანგარიშის შესახებ.

 

Skip to content