დღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტში აჭარის მთავრობის გასვლითი სხდომა გაიმართა

დღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტში აჭარის მთავრობის გასვლითი სხდომა გაიმართა. სხდომაზე ქობულეთის უპრეცედენტო ბიუჯეტის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს.
სხდომის დაწყებისას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ რეგიონში არსებული ეპიდვითარება შეაჯამა და მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა ვაქცინაციისკენ.
,,ბოლო კვირის განმავლობაში გამკაცრდა კონტროლი აღსრულებასთან მიმართებაში. ამ ღონისძიებების მთავარი მიზანი გახლავთ , რომ შემდეგი 2-3 კვირის განმავლობაში შევძლოთ ერთი მხრივ, ეპიდემიის დასტაბილურება და მეორე მხრივ – ვაქცინაციის მეტად ინტენსიური ხელმისაწვდომობით განხორციელება. ამ მიმართულებით მთელი რიგი ნაბიჯები უკვე გადაიდგა. აჭარის მოსახლეობას, ყველა მუნიციპალიტეტში, შესაძლებლობა აქვს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით შეძლოს აცრის გაკეთება. მინდა მოსახლეობას მოვუწოდო , რომ აცრა არის ერთადერთი ყველაზე ეფექტური ღონისძიება ამ გამოწვევასთან გრძელვადიანად გამკლავების. ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება საწოლ-ფონდის განახლება, კოვიდ სასტუმროებში ემატება ახალი ადგილები. ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობისთვის ეკონომიკის გაძლიერება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. უნდა შევძლოთ, რომ ამ ორი გამოწვევის წინაშე ძალიან თანაბარი, ზომიერი ბალანსი ვიპოვოთ და სწორედ ამისკენ არის მიმართული მთავრობის მოქმედებები“- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ ქობულეთის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი პროექტების განხორციელებაზე გაამახვილა ყურადღება. ქობულეთის ბიუჯეტი 14 100 885 მლნ. ლარით გაიზარდა და 51 962 000 მლნ. ლარს შეადგენს. ნაერთი ბიუჯეტი 80 მლნ ლარია.
,,უპრეცედენტო ბიუჯეტის ფარგლებში, გაიზარდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სატრანსფერო დაფინანსება და ჯამში, მხოლოდ ქობულეთის ბიუჯეტი შეადგენს შეადგენს 51 მილიონ ლარზე მეტს, ხოლო ნაერთი ბიუჯეტი, ჯამში არის 80 მლნ ლარზე მეტი. ეს არის საშუალება, რომ მუნიციპალიტეტში განხორციელდეს არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი და გაიზარდოს როგორც ჯანდაცვის, ასევე სოციალური პროგრამების მოცულობა.
ტურიზმი არის ქობულეთში შემოსავლის ძირითადი წყარო. ამ მიმართულებითაც მიმდინარეობს მთელი რიგი ახალი ტურისტული მიმართულებების განვითარება. კინტრიშისა და ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს, მტირალასა და კოლხეთის ეროვნულ პარკებთან ერთად, როგორც უნიკალურ კოლხურ ტყეებსა და ჭარბტენიან ტერიტორიებს, იუნესკო-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა, რაც კიდევ უფრო მოიზიდავს ვიზიტორებს, ხელს შეუწყობს ეკოტურიზმის განვითარებას.
განსაკუთრებით მისასალმებელია ქობულეთის 3 კილომეტრიანი სანაპირო ზოლის რეაბილიტაცია. სრულად განახლდა ბულვარი, მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაცია. მოეწყო სასეირნო ზოლი, სპორტული მოედნები. რისთვისაც 7 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა.
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული „განახლებული რეგიონების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ეს პროექტი კიდევ უფრო განვითარდება, დაემატება ახალი ბულვარი და შემდეგი წლების განმავლობაში, უდნა შევძლოთ, რომ მთლიანად კეთილმოვაწყოთ ქობულეთის ბულვარი“- აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
თორნიკე რიჟვაძემ სასპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე გაამახვილა ყურადღება.
მუნიციპალიტეტში ვითარდება სპორტული ინფრასტრუქტურა. დაიწყება სპორტული კომპლექსის მშენებლობა. პროექტი მოიცავს სპორტული კომპლექსის, რეკრეაციული სივრცის და 2 საფეხბურთო მოედნის მშენებლობას. ჩაქვში დაიწყო თანამედროვე სტანდარტების ძალოსნობის სავარჯიშო ბაზის მშენებლობა. პროექტის ღირებულება 4 406 083 ლარია.
,,ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც წლების განმავლობაში რჩებოდა მოუგვარებელი გახლავთ ქობულეთის სპორტული კომპლექსი. აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ უკვე შეისყიდა შესაბამისი პროექტი. ამ მიმართულებითაც ვგეგმავთ, რომ 30 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯოს და ჯანსაღი ცხოვრების წესს ქობულეთში კიდევ უფრო მეტი ხელშეწყობა ჰქონდეს’’ – განაცხადა რეგიონის თავმჯდომარემ.
გაიზარდა ჯანდაცვისა და სოც. მომსახურების ბიუჯეტი და 2მლნ მეტი შეადგინა, რაც სხვადასხვა სოც ჯგუფისთვის მიზნიბრივ პროგრამებზე გადანაწილდა: სოციალურად დაუცველი ოჯახები, ობოლი ბავშვები, მარტოხელა მშობლები.
,,გარდა ინფრასტრუქტურული პროექტებისა, მნიშვნელოვანია იმ ჯანდაცვის და სოციალური პროგრამების გაფართოება, რომელიც მუნიციპალიტეტს და ცენტრალურ ხელისუფლებას გააჩნია“ – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქობულეთის მუნიციპალიტეტში 13 664 000 ლარის სამუშაოებს განახორციელებს.
წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის ფარგლებში ქობულეთის მუნიციპალიტეტში ახალი სისტემების მოწყობა დაგეგმილია მუხაესტატეს, ქვედა კვირიკეს, ცეცხლაურის, ოჩხამურის და ჯიხანჯურის ტერიტორიებზე, რისთვისაც 6 086 887 ევრო დაიხარჯება.
გრძელდება საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარება. დაიწყო ხუცუბნის სკოლის მშენებლობა, რომლის ბიუჯეტი 3 065 135 ლარია. რეაბილიტაცია ჩაუტარდება 12 სკოლას. (ციხისძირის, ქვედა კვირიკეს, დაგვის, შუაღელის, კვირიკეს , სკურას, ბუკნარის, ზედა აჭყვას საჯარო სკოლებს). მიმდინარეობს ზენითის სკოლის სპორტული დარბაზის მშენებლობა (676 675 ლარი). დასრულდა ალამბრის და ლეღვას N2 სკოლებში ღია მოედნების მოწყობა. დაიწყება ორი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა, რისთვისაც 400 000 ლარი დაიხარჯება.
სოფლის მეურნეობის მიმართულებით ქობულეთის მუნიციპალიტეტში დაფინანსდება 40 პროექტი, რაც ხელს შეუწყობს არსებული ბიზნესის გაფართოება – მოდერნიზირებას. გაგრძელდება ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიცაა სოფლის მეურნეობაში ჩართული ფერმერებისთვის სასოფლო-სამეურნეო სახნავ-სათესი ფართობების უსასყიდლოდ დახვნა, ციტრუსის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობა და სუბსიდირება. ციტრუსი 2021 წელს სუფსიდირდება 500 000 ლარით.
მუნიციპალიტეტში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების გადახურვისთვის 1 300 000 ლარი, ხოლო ეზოების კეთილმოწყობისთვის 1 200 000 ლარი დაიხარჯება.
+6
30
8 გაზიარება
მომწონს

კომენტარის დატოვება
გაზიარება
Skip to content