ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის დავით მჭედლიშვილის ხელმძღვანელობით, დღეს საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა.
დღევანდელ სხდომაზე მერის პირველმა მოადგილე დავით ვერულიძემ მიმდინარე წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები წარადგინა.
დღესვე, საკრებულოს წევრებმა მერიის არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსის მ/შ ნათია ბასიაშვილს მოუსმინეს, იმსჯელეს და დაამტკიცეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქ ქობულეთის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის – გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმა.