დღეს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილი უძღვებოდა.
სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი განიხილეს.
ქობულეთის მერის პირველმა მოადგილე დავით ვერულიძემ საკრებულოს გააცნო ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2022 წლის პროგრამული ბიუჯეტის ცვლილება. მიმდინარე წლის პროგრამული ბიუჯეტი კულტურული ღონისძიების ნაწილში ითვალისწინებს საახალწლო დღეების აღნიშვნას. გამომდინარე იქედან, რომ აღნიშნული ღონისძიებები მრავალფეროვნებით გამოირჩევა დამატებით დაიგეგმა საშობაო, საახალწლო ღონისძიებები თანხით 135 000 ლარი.