ჭახათის, სოფელ ქობულეთისა და კვირიკეს ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალი სოფლების მოსახლეობასთან, შევხვედრები გავმართეთ.
გავაცანით მერიის მიერ დაწყებული სამუშაოები, პროგრამები და პროექტები. ასევე ვესაუბრეთ სამომავლოდ განსახორციელებელ სიახლეებზე.
მოსახლეობასთან მჭიდრო კომუნიკაცია ყოველთვის გვაძლევს საშუალებას სწორად და მიზანმიმართულად დავგეგმოთ საჭირო სამუშაოები.
მოქალაქეებთან შეხვედრებში, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ჩართული იყო აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ედუარდ ნაკაშიძე. მინისტრის მოადგილემ სამინისტროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ისაუბრა და მოსახლეობას საჭირო ინფორმაციების მიაწოდა.