ჩაისუბანი-მე-7 რაიონის საავტომობილო გზის 2 კმ 28. სიგრძის მონაკვეთზე ასფალტობეტონის საფარი მოეწყო.
პროექტით გაკეთდა ბეტონის პორტალური კედელი, გაბიონები, წყალგამტარი ლითონის მილები და რკინა ბეტონის კიუვეტები. აშენდა ერთი ახალი ხიდი. გზა ჰორიზონტალურად მოინიშნა.
რეაბილიტირებული გზა უკავშირდება ორ ადმინისტრაციულ ერთეულს ჩაისუბანს და დაბა ჩაქვს, ასევე მე-7 რაიონის დასახლებას.