ზაურ ღლონტის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა.
საზოგადო მოღვაწეს წლების განმავლობაში ქალაქის საკეთილდღეოდ არაერთი მნიშვნელოვანი საქმე აქვს გაკეთებული.
დღეს ზაურ ღლონტის საცხოვრებელ სახლთან მემორიალური დაფა გაიხსნა.
„ბატონი ზაური გამორჩეული ქობულეთელი იყო. ამაყები ვართ რომ ამდენი საზოგადო მოღვაწე, კოლორიტული ადამიანი გვყავდა. მათ შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ზაურ ღლონტს. იგი ქალაქის გამორჩეული მასპინძელი იყო და თავისი სტუმართმოყვარეობით ბევრი სასიკეთო საქმე გააკეთა ჩვენი ქალაქისთვის. ამ მცირე საჩუქრით გვსურს პატივი მივაგოთ ბატონი ზაურის ხსოვნას“- ლევან ზოიძე.