საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელი სხდომა წუთიერი დუმილით გაიხსნა.საკრებულოს თავმჯდომარის დავით მჭედლიშვილის ინიციატივით, საკრებულოს წევრებმა გუდაურში  ავიაკატასტროფის შედეგად გარდაცვლილების სხოვნას პატივი  მიაგეს.

საკრებულომ მიმდინარე წლის ადგილობრივ პროგრამულ ბიუჯეტში  ცვლილებები დაამტკიცა.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი საკრებულოს სხდომაზე მერის პირველმა მოადგილემ დავით ვერულიძემ წარადგინა. ბიუჯეტის მოცულობა 640 000 ათასი ლარით იზრდება და სულ 50 848578 ლარს შეადგენს.

საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს მერიისა და საკრებულოს  საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს  დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტს.

 

    

Skip to content