24 ივლისს ქობულეთი ზაფხულის ფესტივალს უმასპინძლებს. ყველაზე ფერადი და საინტერესო ფესტივალი საზაფხულო დეკორაციებით გაფორმებულ ქობულეთის ცენტრალურ პარკში გაიმართება.
ფესტივალის სტუმრების განწყობაზე მუსიკალური ბენდები „ასეა სულ“, „ოჩის ქოხი“ და „ღამის შოუს ბენდი“ იზრუნებენ.
ფესტივალის პარალელურად დაგეგმილია ქობულეთის ახალი ბულვარის ტერიტორიის გახსნა (მეგობრობის ქუჩა N30-ის მიმდებარედ). დღის განმავლობაში, ახალი ბულვარის მიმდებარედ ზღვის სანაპიროზე დრამების შოუ, ფრანების შოუ, საბავშვო და სპორტული აქტივობებია დაგეგმილი. ფესტივალის ფარგლებში ცენტრალურ პარკშივე იფუქნციონირებს ღია კაფე-ბარები, სადაც სასმელების, ნაყინის, ხილისა და კერძების შეკვეთა იქნება შესაძლებელი.
ქობულეთის ფესტივალი ტრადიციული, გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება.
ღონისძიება აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართება.
ფესტივალზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.