დღეს გაიმართა საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის  სხდომა

დღეს, გაიმართა  ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის  სხდომა,რომელსაც კომისიის თავმჯდომარე თედო ტაკიძე უძღვებოდა.კომისიის თავმჯდომარემ ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტის ცვლილებების დამტკიცების შესახებ,მერიისა და საკრებულოს საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს  დადგენილების  პროექტი წარადგინა.

კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს მხარი დაუჭირეს და საკრებულოს სხდომაზე წარსადგენად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.

 

 

 

 

Skip to content