მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, ქალაქ ბათუმში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს ხელვაჩაურის, ქობულეთის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს მიწის სისტემური რეგისტრაციის მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობები.
შეხვედრის მონაწილეებმა ამომწურავი ინფორმაცია სოფლებისა და დაბების დამისამართების რეფორმის აქტუალურ საკითხებზეც მიიღეს.
შეხვედრას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ოლეგ (ბაჩო) თორთლაძე და თავმჯდომარის მოადგილე ლაშა ლობჯანიძე ესწრებოდნენ.
მიწის სისტემური რეგისტრაცია მთელი საქართველოს მასშტაბით, ქვეყნის 59 მუნიციპალიტეტში ხორციელდება (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ფოთი, რუსთავი და ოკუპირებული ტერიტორიებისა)
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2022-2024 წლებში გეგმა-გრაფიკის მიხედვით აზომავს და კერძო, სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში დაარეგისტრირებს მიწის ნაკვეთებს. პროექტით სარგებლობა არის სრულიად უფასო.
მიწის სისტემური რეგისტრაცია 2024.
კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების განრიგის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: slr.napr.gov.ge/schedule