დღეს „ქართული ხმების“ სოლისტის და ანსამბლ „ალილოს” დამაარსებელის, გურამ თამაზაშვილის დაბადების დღეა.
წელს პირველად გურამ თამაზაშვილის, ქართული ხალხური სიმღერების და ქართველ კომპოზიტორთა სიმღერების კონკურსი ჩატარდა.















,, მოხარული ვარ რომ ამ დიდი ადამიანის იუბილეზე შევიკრიბეთ და გვაქვს შესაძლებლობა კიდევ ერთხელ გავიხსენოთ გურამის შემოქმედება.
ჩვენ განებივრებული ერი ვართ იმით, რომ ყველა კუთხე მდიდარია, დიდი, გენიალური, გამოჩენილი ადამიანებით. თუმცა ყოველთვის სასიამოვნო იქნება ის ფაქტი, რომ ჩვენს აჭარაში, ჩვენ ქობულეთში ამდენი ღირსეული პიროვნება ცხოვრობდა, მოღვაწეობდა. და გვაქვს შესაძლებლობა განსხვავებულად, გამორჩეულად გვახსოვდეს , ვაფასებდეთ.
ერთ-ერთი ასეთი მოღვაწე იყო ბატონი გურამი. გილოცავთ და ვულოცავ მის ოჯახს, თითოეულ ქობულეთელს. გურამის წვლილი, შრომა დიდია მუსიკალურ სფეროში. ვისურვებდი, ბევრი მსგავსი პიროვნება გვყავდეს. ბევრმა ასეთმა ადამიანმა ასახელოს ჩვენი კუთხე”- ლევან ზოიძე.

