
აქტიბობები 12:00 საათიდან დაიწყო.
მთელი დღის განმავლობაში რამდენიმე ლოკაციაზე გაიმართა კულტურული და სპორტული ღონისძიებები, ყვავილებით შეამკო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი.
ადგილობრივმა შემოქმედებითმა ჯგუფებმა კონცერტი გამართეს.
მუნიციპალიტეტის მერმა საპატიო ქობულეთელები დააჯილოვა. „მინდა მოგილოცოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. ჩვენს ქვეყანას ერთიანობას, მშვიდობაასა და ძლიერებას ვუსურვებ.”