18 მაისი მუზეუმის საერთაშორისო დღეა.
თარიღთან დაკავშირებით, ქობულეთის მუზეუმის ფონდებში დაცული მასალების გამოფენა მოეწყო.
დღესვე საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის, საგანმანათლებლო პროგრამები გაიმართა.
18 მაისიდან 26 მაისის ჩათვლით, მუზეუმში დაცული მასალების გაცნობა-დათვალიერება ნებისმიერი მსურველისთვის უფასო იქნება.
აქტივობები მიზნად ისახავს მუზეუმის პოპულარიზაციას.