აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით, ბათუმში, მოქალაქეთა პირველ ელექტრონულ პეტიციასთან – „ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება აჭარაში“ დაკავშირებული სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
პეტიციასთან ერთად, შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის ხედვას მის შესრულებაზე.
უმაღლესი საბჭოს წევრებმა პეტიციის მნიშვნელობაზე, რეგიონში არსებულ ვითარებაზე, გამოცდილებასა და საჭიროებებზე ისაუბრეს.
შეხვედრაში zoom -ის პლატფორმის საშუალებით მონაწილეობდნენ: გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), ადამიანის უფლებების გენდერული თანასწორობის და სოციალური ინკლუზიის პროგრამების მენეჯერი საქართველოში – ლელა აქიაშვილი, მუნიციპალიტეტების გენდერული თანასწორობის საბჭოებისწარმომადგენლები, დაინტერესებული მოქალაქეები.