დღეს,4 მაისს 14 საათზე გაიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ს სხდომა
გიორგი გოგიტიძის თავმჯდომარეობით.სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 3 საკითხი განიხილეს:
- ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი თეა მოწყობილის ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“-ში გაწევრიანების შესახებ.
2.ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი თეა მოწყობილის ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიაში და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიაში დანიშვნის თაობაზე.
3.ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი სულხან გორჯელაძის უფლებამოსილების შეწყვეტიდან გამომდინარე ცნობად მიღება.