დღეს,29 აპრილს 12 საათზე გაიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა დავით მჭედლიშვილის თავმჯდომარეობით.საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით,დღევანდელი სხდომა წუთიერი დუმილით გაიხსნა.საკრებულოს წევრებმა უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 15 საკითხი განიხილეს.
საკრებულოს წევრებმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტში ცვლილებებს მხარი დაუჭირეს.საკითხი ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ დავით ვერულიძემ წარადგინა.
1. N81 ქობულეთის საოლქო საარჩევნო კომისიის 2022 წლის 31 მარტის N81/5 მომართვა-ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (თ.მოწყობილი) უფლებამოსილების ცნობის შესახებ.
2.ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ვადამდე ადრე უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ.
3.ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 21 აპრილის №114-11422111213 მომართვა-,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 24 დეკემბრის N09 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
4.ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 02 მარტის N114-1142206176 მომართვა-ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის დამტკიცების შესახებ.
5.ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 28 თებერვლის N114-11422059281 მომართვა-ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2021 წელს განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ანგარიშის შესრულების ცნობად მიღების შესახებ.
6.ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 21 აპრილის №114-11422111209 მომართვა-,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების შესახებ“ მიმოხილვის ცნობად მიღების თაობაზე.
7. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 18 აპრილის №114-11422108138 მომართვა-,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს დამტკიცების შესახებ“.
8. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 06 აპრილის N114-11422096191 მომართვა – ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეთანხმების შესახებ.
9. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 06 აპრილის №114-11422096188 მომართვა-ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და გენდერული თანასწორობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ.
10. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 06 აპრილის №114-11422096188 მომართვა-,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ეკონომიკის, ქონების მართვისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ.
11. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 06 აპრილის №114-11422096188 მომართვა-,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ.
12. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 17 მარტის №114-11422076241 მომართვა-ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხანჯურში მდებარე 1701 კვ.მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული 934,0 კვ.მ შენობა-ნაგებობის (ყოფილი ბაგა-ბაღის შენობა) (ს/კ 20.37.05.014) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ.
13.ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 07 აპრილის №114-11422097163 მომართვა-ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ.ქობულეთში, დ. აღმაშენებლის გამზირი N842-ის მიმდებარედ 365,0 კვ.მ (ს/კ N20.42.17.033) და 120,0 კვ.მ (ს/კ N20.42.17.034) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ (შპს ,,ესკო ჯორჯია“).
14.ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 14 აპრილის №114-11422104194 მომართვა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 28 დეკემბრის N68 განკარულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ.
15 ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის 2022-2023 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“;