
ქობულეთის მერია ახალგაზრდების ხელშეწყობის მიზნით რამდენიმე მნიშვნელოვან პროგრამას ახორციელებს.

მიმდინარე წლიდან იწყება უცხოეთის უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხული სტუდენტების ერთჯერადი ფინანსური ხელშეწყობის პროგრამა. რომელიც გულისხმობს უცხოეთის უმაღლეს საბაკალავრო და სამაგისტრო სასწავლებლებში ჩარიცხული სტუდენტების ერთჯერადი ფინანსური ხელშეწყობას.
ასევე გრძელდება :

გაზრდილი ბიუჯეტით კვლავ მოქმედებს დავით ხახუტაიშვილისა და ნინო ჯავახიშვილის სახელობის სტიპენდია წარმატებული სტუდენტებისთვის.

ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღებული 100% გრანტის მქონე სტუდენტებისათვის ერთჯერადი ფინანსური წახალისების პროგრამა.