სოფლად COVID 19-ის ვაქცინაციის კიდევ უფრო გააქტიურების მიზნით, მუნიციპალიტეტებში სამუშაო შეხვედრები გრძელდება.
აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან, მოქალაქეებთან, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომაგენლებთან შეხვედრა გამართა.
დეტალურად განიხილეს მუნიციპალიტეტში არსებული ეპიდემიური ვითარება და ვაქცინაციის მიმდინარეობის პროცესი.
,,ვაქცინაციის პოპულარიზაციისა და საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, შეხვედრა გავმართეთ ქობულეთის მუნიციპალიტეტში. განვიხილეთ ვაქცინაციის მოცვის მაჩვენებლის გაზრდის ღონისძიებები, რაშიც აქტიური მხარდაჭერა გამოგვიცხადა ადგილობრივმა თვითმმართველობამ. ჩვენ ვცდილობთ სამიზნე პოპულაციის მოცვის მაჩვენებელი 87% დან 100 %-მდე გავზარდოთ რაც შეიძლება მოკლე დროში” -აღნიშნა შეხვედრაზე მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ.
,,ქობულეთის მერია მზადაა, კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთოს მოსახლეობის ინფორმირების საკითხში, რომ რაც შეიძლება მეტი ვაქცინირებული მოქალაქე გვყავდეს”- ლევან ზოიძე.
შეხვედრას ესწრებოდნენ ასევე საქართველოს პარლამენტის წევრი, ზაალ მიქელაძე და მინისტრის მოადგილე, მარი ზანაქიძე.
შეხვედრის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ასევე, გაეცნობოდნენ სამინისტროს 2022 წლის პროგრამულ სიახლეებსაც.