დღეს ხინოწმინდის უხუცესთა საბჭოს წევრებს შევხვდით.
სამუშაო შეხვედრაზე, სხვადასხვა, მნიშვნელოვან საკითხზე ვისაუბრეთ.
წარვუდგინეთ 2022 წლის და შემდგომ წლებისთვის დაგეგმილი პროექტები, რომელიც უკავშირდება ქობულეთის მდგრად განვითარებას.
აღნიშნული სამუშაო შეხვედრა, ჩემი, როგორც მერის რანგში პირველად შედგა. მოხარულები ვართ რომ უხუცესები არაერთ მნიშვნელოვან საქმეში არიან ჩართულები. ჩვენი მხრიდან მათ ყოველთვის ექნება მხარდაჭერა ახალ გამოწვევებში.
შეხვედრის ყველა მონაწილე სრულად ვაქცინირებული იყო