დღეს 20 დეკემბერს 15 საათზე ჩატარდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ, საპროცედურო და სამანდატო საკითხთა კომისიის სხდომა
დავით წულუკიძის თავმჯდომარეობით.კომისიაზე განიხილეს ოთხი საკითხი:
1.N81 ქობულეთის საოლქო საარჩევნო კომისიის 2021 წლის 16 დეკემბრის N81/100 მომართვა-ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობის შესახებ.
2. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 15 დეკემბრის N114-11421349294 მომართვა-,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეთანხმების შესახებ“.
3. პარტია -,,გახარია საქართველოსთვის“ წევრის ია მესხიძის განცხადება (N19/115213493-115 –15.12.2021წ.) ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიაში და საკრებულოს ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიაში შესვლის შესახებ.
4. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“-ს 2021 წლის 16 დეკემბრის N115-1152135015 მომართვა – ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებში დადგენილი კვოტირების შესაბამისად წევრების შეყვანის შესახებ.