ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, მეცნიერების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ლია შაქარიშვილმა, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანის მიწვევით, ადგილობრივი თვითმმართველობის საკრებულოების წარმომადგენელი ქალების სადისკუსიო პანელის ფარგლებში მიიღო მონაწილეობა.
