სოფელ ცეცხლაურში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა. საუბარი სხვადასხვა საკითხს შეეხებოდა. მათ შორის მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.
მოსახლეობამ საჭიროებების შესახებ ისაუბრა. მერიის მხრიდან ხდება საკითხების ჩანიშვნა და სამომავლოდ, შესაძლებლობის ფარგლებში მათი ვადებში განხორციელება.
მერმა სახურავების რეაბილიტაციის მიმდინარეობას გაეცნო. დასახლებაში რამდენიმე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავი შეიცვალა. ძველი ამორტიზებული სახურავის ნაცვლად, ახალი თუნუქის მასალა მოეწყო.